The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვლადიმერ სტეფანია

ვლადიმერ სტეფანია
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1976  (41 წლის)
კატეგორია:კალათბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. კალათბურთელი (215 სმ). საკლუბო კარიერა: თბილისის “მართვე” (1990-91), სლოვენიის “ოლიმპია” (1991-98), “სიეტლ სუპერსონიქსი” (1998-2000), “ნიუ ჯერზი ნეტსი” (2000-01), “მაიამი ჰიტი” (2001-03), “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი” (2003-05). საქართველოს ნაკრების წევრი (1995-იდან). სლოვენიის სამგზის ჩემპიონი (1996, 97, 98). ევროპის “ყველა ვარსკვლავის” მატჩის საუკეთესო მოთამაშე (1998). ევროლიგის “ოთხთა ფინალის” მონაწილე (1997). ოთხჯერ ითამაშა სლოვენიის “ყველა ვარსკვლავის” შეხვედრებში (1995-98). პირველი ქართველი ნბა-ში.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  132 გვ.


გააზიარე: