The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნიკოლოზ ცქიტიშვილი

ნიკოლოზ ცქიტიშვილი
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1983  (34 წლის)
კატეგორია:კალათბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. კალათბურთელი (216 სმ). საქართველოს ნაკრების წევრი (1999-დან). საკლუბო კარიერა: სოხუმის "კოლხა" (1997-98), თსუ (1998), სტუ-ჯეოსელი (1999), სლოვენიის "სლოვანი" (1999-2001), იტალიის "ბენეტონი" (2001-02), დენვერ "ნაგეთსი" (2002-04), "გოლდენ სტეიტ ვორიერზი" (2005), "მინესოტა ტიმბერვულვზი" (2005-06), ფინიქს "სანსი" (2006), ნიუ იორკ "ნიქსი" (2006), ესპანეთის "კახასოლი" (2007), იტალიის "ტერამო" (2007-08), ესპანეთის "ფუენლაბრადა" (2008-09), საბერძნეთის "პანიონიოსი" (2009), ესპანეთის "ფუენლაბრადა" (2009-10), ესპანეთის "ლაგუნ არო" (2010-11), ირანის "მაჰრამი" (2011-12), ირანის "ფოლად მაჰან ისპაჰანი" (2012), ლიბანის "შამპვილი" (2012-2013), გაერთიანებული საემიროები "ალ შარიანი" (2013-14), ლიბანი "შამპვილი" (2014-15), იაპონიის "ლინკ ტოჩიგი ბრექსი" (2015), ლიბანის "შამპვილი" (2015-2016), ირანის "ჩემიდორ თეირანი" (2016), ბაჰრეინის ალ მანამა (2016-დან). იტალიის ჩემპიონი (2002), სლოვენიის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2001), ირანის ჩემპიონი (2012), დასავლეთ აზიის თასის მფლობელი (2012)

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  133 გვ.


გააზიარე: