ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ზაზა ფაჩულია
დაბადების თარიღი: | 10 თებერვალი, 1984 (41 წლის) |
კატეგორია: | კალათბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. კალათბურთელი (210 სმ). საკლუბო კარიერა: თბილისის "ვითა" (1997), თურქეთის "უოლქერი" (1998 - 2003), ნბა-ს "ორლანდო მეჯიკი" (2003 - 2004), "მილუოკი ბაქსი" (2004 - 2005), "ატლანტა ჰოქსი" (2005 წლიდან). საქართველოს ნაკრების წევრია 2000 წლიდან. თურქეთის ჩემპიონი (2001) და თასის მფლობელი (2003), თურქეთის პრეზიდენტის თასის ორგზის მფლობელი (2002, 2003).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 133 გვ.
|