The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვიქტორ სანიკიძე

ვიქტორ სანიკიძე
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1986  (31 წლის)
კატეგორია:კალათბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. კალათბურთელი (203 სმ). საკლუბო კარიერა: თბილისის "აკადემია" (2003), საფრანგეთის "დიჟონი" (2003-06), ესპანეთის "ესტუდიანტესი" (2006-07), თბილისის "დინამო" (2008), ესტონეთის "ტარტუ როკი" (2008-09), იტალიის "ვირტუსი" (2009-12), იტალიის "მონტეპასკი" (2012-13),  ესპანეთის "სარაგოსა" (2013-14),  რუსეთის "უნიქსი"  (2014-15), თურქეთის "ტედ ანკარა" (2015-16),  საბერძნეთის "არისი". საქართველოს ნაკრების წევრი (2004-დან). 2004 წელს ნბა-ს დრაფტზე "ატლანტამ" აიყვანა და "სან ანტონიოს დაუთმო. საფრანგეთის თასის გამარჯვებული (2004), ფიბა-ს თასის ფინალისტი (2004), საფრანგეთის თასის მფლობელი (2006). საქართველოს და იტალიის ჩემპიონატების "ოლ სტარების" მონაწილე (2008, 2011), იტალიის პირველობის საუკეთესო ევრპელი (2011-12). 


გააზიარე: