შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
მანუჩარ მარკოიშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა თბილისში. კალათბურთელი (196 სმ.). ფიბა-ს თასის მფლობელი (2004). სლოვენიის ჩემპიონი (2005, 2006), ადრიატიკის ლიგის All-Star -ის მონაწილე (2006), 2 გზის სლოვენიის თასის მფლობელი (2005–2006), სლოვენიის სუპერთასის გამარჯვებული (2005), უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი (2009), იტალიის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2011). საკლუბო კარიერა: ბათუმის "ბასკო" (2000-2002), იტალიის "ბენეტონ ტრევიზო" (2002-2003), გერმანიის "მიტელდოიჩერი" (2003), იტალიის "ბენეტონ ტრევიზო" (2004), სლოვენიის "ოლიმპია" (2004-2007), უკრაინის "კიევი" (2007-2009), იტალიის "კანტუ" (2009-2013), თურქეთის "გალათასარაი" (2013-2014), თურქეთის "დარიუშაფაქა" (2015-დღემდე). წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 134 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |