შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
გიორგი შერმადინი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ნატახტარში. კალათბურთელი (216 სმ.). საქართველოს ნაკრების წევრი (2006-დან). საბერძნეთის ჩემპიონი და საბერძნეთის თასის მფლობელი (2009). ევროლიგის ჩემპიონი (2009). საბერძნეთის ვიცე - ჩემპიონი (2010). სლოვენიის თასის მფლობელი (2011). სლოვენიის ვიცე - ჩემპიონი (2011). ადრიატიკის თასის მეორე პრიზიორი (2011). იტალიის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე (2012). საკლუბო კარიერა: თბილისის "მაქაბი" (2005 - 2008). საბერძნეთის "პანათინაიკოსი" 2008 - 2010). სლოვენიის "ოლიმპია" (2010-2011). იტალიის "კანტუ" (2011-2012). ისრაელის "მაქაბი" (2012). საბერძნეთის "ოლიმპიაკოსი" (2013 წლიდან) წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 135 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |