The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



აკაკი კაკაურიძე

აკაკი კაკაურიძე
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1972
გარდაცვ. თარიღი:20 აგვისტო, 2001  (29 წლის ასაკში)
კატეგორია:კრივი

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. მოკრივე (75 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (1993) და მესამე პრიზიორი (1999), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1993). მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე ტექნიკური მოკრივე (1993). მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1990), ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების თამაშების ჩემპიონი (1993), რუმინეთის, ბელგიის, ესპანეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა _ დამარცხდა მეორე წრეში; 2000, სიდნეი _ დამარცხდა მეოთხედფინალში). 1993-94 და 1999-2000 წლებში გამოდიოდა თურქეთის სახელით. გარდაიცვალა ჩიკაგოში (აშშ).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  139 გვ.


გააზიარე: