The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



კობა გოგოლაძე

კობა გოგოლაძე
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1973  (45 წლის)
კატეგორია:კრივი

ბიოგრაფია

დაიბადა ფოთში. მოკრივე (60, 62 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1997), ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1998), ევროპის თასის მფლობელი (1998), სსრკ ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1991), ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ბრძოლას გამოეთიშა მესამე წრიდან). 1999 წლიდან გადავიდა პროფესიონალურ კრივში. WBF-ს ვერსიით _ ინტერკონტინენტალის საჩემპიონო ქამრის მფლობელი (1999-2000), IBA-ს ვერსიით _ კონტინენტალის საჩემპიონო ქამრის მფლობელი (2004).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  139 გვ.


გააზიარე: