ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
გიორგი კანდელაკი
დაბადების თარიღი: | 10 აპრილი, 1974 (51 წლის) |
კატეგორია: | კრივი |
ბიოგრაფია
დაიბადა ვარიანიში, (გორი). მოკრივე (91, +91). მსოფლიოს ჩემპიონი (1997) და მეორე პრიზიორი (1993), ევროპის ჩემპიონი (1993), მსოფლიოს თასის გათამაშების მესამე პრიზიორი (1994), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992). ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, პირველი ორი ბრძოლის მოგების შემდეგ მესამე წრეში კუბელ ფელიქს სავონთან დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა). 1998 წლიდან პროფესიონალურ კრივში გადავიდა. მსოფლიოს ჩემპიონი WBU-ის ვერსიით (2002, 03). პროფესიონალურ რინგზე გამართა 24 ბრძოლა და ყველა მოიგო (18 _ ნოკაუტით). საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1997). საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი (2002-იდან). ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 140 გვ.
|