The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



რამაზ ფალიანი

რამაზ ფალიანი
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1973  (50 წლის)
კატეგორია:კრივი

ბიოგრაფია

დაიბადა მესტიაში. მოკრივე (57, 61 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (2001) და ორგზის მესამე პრიზიორი (1993, 99), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1996, 98, 00), “კეთილი ნების თამაშებში”  გამარჯვებული (1994), XXV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1992, ბარსელონა), XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა და 2000, სიდნეი -  ორივე შემთხვევაში მეხუთე ადგილზე გავიდა),  ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ჩემპიონი (2000), ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (1989). სხვადასხვა დროს გამოდიოდა რუსეთისა (1993-96) და თურქეთის სახელით (1997-01). არის სსრკ, რუსეთისა და თურქეთის ჩემპიონი. 2002 წლიდან გადავიდა პროფესიულ კრივში, სადაც გამოდის საქართველოს სახელით. არის ABF-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი. რუსეთის სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (2012 - 2012).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  141 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. ტამპერე ფინეთი
  • 1992 - მესამე ადგილი, ზაფხულის XXV ოლიმპიური თამაშები. ბარსელონა, ესპანეთი

გააზიარე: