ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ხათუნა ქვრივიშვილი
დაბადების თარიღი: | 1 იანვარი, 1967 (58 წლის) |
კატეგორია: | მშვილდოსნობა |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. მშვილდოსანი. ევროპის სამგზის ჩემპიონი (1990 _ გუნდური, 1992 _ პირადი და გუნდური) და მესამე პრიზიორი (1990 _ პირადი). XXV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1992, ბარსელონა _ გუნდურში, პირადში V-VIII ადგილი), XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა და 2000, სიდნეი _ ორივეჯერ შეჯიბრებას 1/32 _ ფინალიდან გამოეთიშა). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1989), დსთ-ის ქვეყნების ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1992). 2005 წლიდან გამოდის აშშ-ის სახელით, ქვრივიშვილი - ლორიგის გვარით.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 149 გვ.
|