The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მაია აზარაშვილი

მაია აზარაშვილი
დაბადების თარიღი:6 აპრილი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:მძლეოსნობა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. მძლეოსანი (სპრინტერი). XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) მესამე პრიზიორი (ესტაფეტა, 4 X 100 მ) და ფინალური გარბენის მონაწილე (200 მ, VII ადგილი), XXVI ოლიმპიური თამაშების (1996, ატლანტა) მონაწილე (ფინალურ გარბენში ვერ მოხვდა), და სსრკ ჩემპიონი და კეთილი ნების თამაშების მეორე პრიზიორი 200 მ რბენაში (1986), სსრკ თასის მფლობელი (1988), გრან-პრის ოქროს ოთხეულის მონაწილე. საუკეთესო პირადი შედეგი: 100 მ – 11,08 ;  200 მ – 22,24. საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი (1996-იდან).

ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  155 გვ.


გააზიარე: