The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნელი სალაძე

ნელი სალაძე
დაბადების თარიღი:12 დეკემბერი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, მხატვრული ტანვარჯიში

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. მხატვრული ტანმოვარჯიშე, მწვრთნელი. სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961, 62), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებული (1964). მწვრთნელად მუშაობა დაიწყო 1971 წლიდან, იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976-93). საქართველოს ნაკრები გუნდის წევრებმა უდიდეს წარმატებებს სწორედ ნელი სალაძის ხელმძღვანელობის პერიოდში მიაღწიეს. მისი აღზრდილები არიან: ირინე გაბაშვილი, ლალი დოლიძე, ირინა ჟემჩუჟინა, მაია ნადიბაიძე, ირმა ყიფშიძე, ელისო ბედოშვილი. შედიოდა სსრკ ნაკრების მწვრთნელთა შტაბში (1977-82), მისი უშუალო ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა (1979), ავარჯიშებდა ბელგიისა (1999-01) და იაპონიის (1992, 96, 00, 02) კლუბების სპორტსმენებს. დასახელებულია წლის საუკეთესო მწვრთნელად (1979), შეყვანილია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  156 გვ. 332 გვ.


გააზიარე: