ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ლალი დოლიძე
დაბადების თარიღი: | 25 სექტემბერი, 1958 |
გარდაცვ. თარიღი: | 26 აპრილი, 2005 (46 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მხატვრული ტანვარჯიში |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. მხატვრული ტანმოვარჯიშე. მსოფლიოს ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში და გუნდურ შეჯიბრებაში (1979), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი თავისუფალ ვარჯიშში (1976), საერთაშორისო ტურნირებში არაერთგზის გამარჯვებული. 1992 წლიდან ავარჯიშებს იტალიელ სპორტსმენებს. მისი აღზრდილია იტალიის მრავალგზის ჩემპიონი ლაურა ძაკილი. იტალიის ტანვარჯიშის ფედერაციამ აღიარა წლის საუკეთესო მწვრთნელად (1997), ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ კი წლის ათ საუკეთესო მწვრთნელს შორის დაასახელა (1998). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. გარდაიცვალა ქალაქ ფანოში (იტალია).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 158 გვ.
|