The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გალინა შარაბიძე (მინაიჩევა)

გალინა შარაბიძე (მინაიჩევა)
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1929  (94 წლის)
კატეგორია:სპორტული ტანვარჯიში

ბიოგრაფია

დაიბადა მოსკოვში. სპორტული ტანმოვარჯიშე. 1954 წლამდე გამოდიოდა რუსეთის სახელით. XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, მეორე და მესამე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშსა და ბჯენით ხტომებში (1952, ჰელსინკი), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში და მეორე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშში (1954), სსრკ ჩემპიონი დვირზე ვარჯიშში (1953), საერთაშორისო ტურნირებში მრავალგზის გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  171 გვ.


გააზიარე: