The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მედეა (მზია) ჯუღელი

მედეა (მზია) ჯუღელი
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1926  (97 წლის)
კატეგორია:სპორტული ტანვარჯიში

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. ტანმოვარჯიშე. XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მეორე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშში (1952, ჰელსინკი). მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი (1951 _ ბჯენით ხტომებსა და გუნდურ ჩათვლაში; 1954 _ ჯგუფურ ვარჯიშსა და გუნდურ პირველობაში), სსრკ რვაგზის ჩემპიონი ბჯენით ხტომებსა (1946, 47, 51-55) და რგოლებზე ვარჯიშში (1953), მეორე პრიზიორი მრავალჭიდში (1952), საქართველოს ნაკრების მწვრთნელი (1962-65), სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1965-70), საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1991-05) და საპატიო პრეზიდენტი (2005-იდან). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი. თბილისის საპატიო მოქალაქე. ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  172 გვ.


გააზიარე: