The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვლადიმერ გოგოლაძე

ვლადიმერ გოგოლაძე
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1966  (51 წლის)
კატეგორია:სპორტული ტანვარჯიში

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ტანმოვარჯიშე. სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1988), ევროპის ჩემპიონატის ორგზის მესამე პრიზიორი (1985 _ მრავალჭიდი და ორძელი), ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1984 _ თავისუფალი ვარჯიში და ღერძი) და ვერცხლის პრიზიორი (1984 _ მრავალჭიდი), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის (1986) ჩემპიონი (ღერძი), მეორე (მრავალჭიდი) და ორგზის მესამე (ტაიჭი, გუნდური ჩათვლა) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონატის სამგზის მეორე (1985, 89) და ორგზის მესამე (1988) პრიზიორი. ), იაპონიის, ინგლისის, მოსკოვისა და რიგის ტურნირებში გამარჯვებული. მსოფლიოში პირველმა შეასრულა სამმაგი მალაყი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  175 გვ.


გააზიარე: