The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნინო სალუქვაძე

ნინო სალუქვაძე
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1969  (48 წლის)
კატეგორია:სასროლო სპორტი

ბიოგრაფია

 დაიბადა თბილისში. ტყვიის მსროლელი. 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სპორტული პისტოლეტით და მეორე პრიზიორი პნევმატური პისტოლეტით სროლაში. კიდევ ოთხი ოლიმპიადის მონაწილე: 1992, ბარსელონა _ სპორტული პისტოლეტით სროლაში _ V ადგილი, პნევმატურით _ X;  1996, ატლანტა _ სპორტულით VII, პნევმატურით _ V;  2000, სიდნეი _ ფინალში ვერ მოხვდა; 2004, ათენი _ სპორტულით VIII, პნევმატურით _ X ადგილი. მსოფლიოს ჩემპიონი პირად პირველობაში (1989) და ექვსგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1986-87, 89-90 _ სპორტული + პნევმატური, 91), მეორე (2002) და მესამე (1986) პრიზიორი პირად შეჯიბრებაში. მსოფლიოს სუპერთასის შვიდგზის მფლობელი (1989, 90, 93, 99, 2005). ევროპის ხუთგზის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში (1989-90, 93), ორგზის მეორე (2005) და ორგზის მესამე (1999, 2003) პრიზიორი. დამყარებული აქვს ოცამდე მსოფლიო რეკორდი. საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1988, 99). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენისა  და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  178 გვ.


გააზიარე: