The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი თავაძე

გიორგი თავაძე
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ლანჩხუთში. ფეხბურთელი (მცველი). თამაშობდა ლანჩხუთის ”გურიაში” (1972-78), თბილისის ”დინამოში” (1979-82), ქუთაისის `”ტორპედოში” (1983-84). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 76 მატჩი (4 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981), ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). იყო ლანჩხუთის ”გურიის” მთავარი მწვრთნელი (1996). ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  196 გვ.


გააზიარე: