The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



შოთა ხინჩაგაშვილი

შოთა ხინჩაგაშვილი
დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა დუშეთში. ფეხბურთელი (მცველი). თამაშობდა რუსთავის “მეტალურგსა” (1968-69) და თბილისის “დინამოში” (1970-82). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი, სსრკ უმაღლეს ლიგაში – 241. სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და მესამე (1971, 76 გაზაფხული, 76 შემოდგომა, 81) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1970, 80). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). იყო თბილისის “დინამოს” გუნდის უფროსი (1986). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  198 გვ.


გააზიარე: