The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ზაურ სვანაძე

ზაურ სვანაძე
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1958  (60 წლის)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. ფეხბურთელი (ნახევარმცველი). თამაშობდა ქუთაისის “ტორპედოში” (1976-80), თბილისის “დინამოში” (1981-89), “ჰოლმსუნდში”(შვედეთი, 1990-91), “მაიფში” (შვედეთი, 1992-93), ელივარეს “გეესკოში” (შვედეთი, 1994-95). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 246 მატჩი (8 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1981), ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981). იყო თბილისის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი (2002). ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  198 გვ.


გააზიარე: