ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
კახა ცხადაძე
დაბადების თარიღი: | 7 სექტემბერი, 1968 (56 წლის) |
კატეგორია: | ფეხბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა რუსთავში. ფეხბურთელი (მცველი). თამაშობდა რუსთავის “მეტალურგში” (1984-87), თბილისის “დინამოში” (1988-91), სუნდსვალის გიფ-ში (შვედეთი 1991), მოსკოვის “სპარტაკში” (რუსეთი 1992), მოსკოვის “დინამოში” (რუსეთი 1992), მაინის ფრანკფურტის “აინტრახტში” (გერმანია 1993-96), ვლადიკავკაზის “ალანიაში” (რუსეთი 1997), “მანჩესტერ სიტიში” (ინგლისი 1998-2000), თბილისის “ლოკომოტივსა” (2000-2002) და მაჰაჩყალის “ანჟიში” (რუსეთი 2003-იდან). ევროპის ჩემპიონატის მონაწილე (1992). დსთ-ის ნაკრებში ჩაატარა 6 მატჩი (1 გოლი), საქართველოს ნაკრებში _ 25 (1 გოლი), სსრკ უმაღლეს ლიგაში _ 41 (1 გოლი), საქართველოს უმაღლეს ლიგაში _ 66 (2 გოლი). საქართველოს ჩემპიონი (1990, 91), რუსეთის (1992) და გერმანიის (1993) ჩემპიონატების მესამე პრიზიორი. სსრკ/დსთ-ის თასის მფლობელი (1992). იყო თბილისის “ლოკომოტივის” (2001-02) მთავარი მწვრთნელი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 199 გვ.
|