The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი ქინქლაძე

გიორგი ქინქლაძე
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ფეხბურთელი (ნახევარმცველი). თამაშობდა თბილისის “მრეტებში” (1990-92), “დინამოში” (1992-93, 94-95), “ზაარბრიუკენში” (გერმანია, 1994), “მანჩესტერ სიტიში” (ინგლისი, 1995-98), “აიაქსში” (ჰოლანდია, 1998-99), “დერბი ქაუნთიში” (ინგლისი, 1999-2003) და “ანორთოსისში” (კვიპროსი, 2005-იდან). საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 95 მატჩი (50 გოლი). საქართველოს სამგზის ჩემპიონი (1993, 94, 95) და ორგზის თასის მფლობელი (1993-95). საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1993, 96). საქართველოს ნაკრებში ითამაშა 49 მატჩი (8 გოლი). პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელშიც უცხოურმა კლუბმა მილიონზე მეტი გადაიხადა (“მანჩესტერ სიტიმ” _ 2 მლნ. გირვანქა სტერლინგი).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  201 გვ.


გააზიარე: