The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



თემურ ქეცბაია

თემურ ქეცბაია
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა გალში. ფეხბურთელი (ნახევარმცველი). თამაშობდა სოხუმის “დინამოში” (1986), თბილისის “დინამოში” (1987-91), “ანორთოსისში” (კვიპროსი, 1991-94, 2002-იდან), აეკ-ში (საბერძნეთი, 1995-97), “ნიუკასლ იუნაიტედში” (ინგლისი, 1997-2000), “ვულვერჰემპტონ უონდერერსში” (ინგლისი, 2000-01) და “დანდიში” (შოტლანდია, 2001-02). 2004 წლიდან “ანორთოსისის” მოთამაშე-მწვრთნელია. სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 54 მატჩი (8 გოლი), საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში _ 50 (15 გოლი). საქართველოს ორგზის (1990, 91) და კვიპროსის (2005) ჩემპიონი, საბერძნეთის ორგზის (1996, 97) და კვიპროსის (2003) თასების მფლობელი. საქართველოს ორგზის (1990, 97) და საბერძნეთის (1996) წლის საუკეთესო ფეხბურთელი. საქართველოს ნაკრებში ითამაშა 52 მატჩი (17 გოლი). ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც “უემბლიზე” მსოფლიოს უძველესი ტურნირის, ინგლისის თასის ფინალში ითამაშა (1998, “არსენალი” _ “ნიუკასლი” 2:0). 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  201 გვ.


გააზიარე: