The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ლევან კობიაშვილი

ლევან კობიაშვილი
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1977  (46 წლის)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ფეხბურთელი (ნახევარმცველი).სპორტული კარიერა: საფეხბურთო კლუბი "გორდა"; 1994 წელს საქართველოს 19-წლამდე ასაკის ეროვნული ნაკრები; 1995-1998წწ. საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი"; 1995 წელს საქართველოს 21-წლამდე ეროვნული ნაკრები; 1997 წელს საფეხბურთო კლუბი "ალანია"; 1996-2011წწ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რეკორდული, 100 მატჩი; 1998-2003წწ. საფეხბურთო კლუბი "ფრაიბურგი"; 2003-2010წწ. საფეხბურთო კლუბი "შალკე"; 2010-2014წწ. ბერლინის საფეხბურთო კლუბი "ჰერტა"; 2014 წელს გერმანიის სპორტის მენეჯმენტის აკადემიაში გაიარა მენეჯმენტის სრული სასწავლო კურსი; იმავე წელს იყო ბერლინის საფეხბურთო კლუბ "ჰერტას" აკადემიის მენეჯერი; 2015 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.


გააზიარე: