The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



შოთა არველაძე

შოთა არველაძე
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ფეხბურთელი (თავდამსხმელი). თამაშობდა თბილისის “მართვეში” (1990) და “დინამოში” (1991-93, 94), “ტრაბზონსფორში” (თურქეთი, 1994, 1995-97), ამსტერდამის “აიაქსში” (ჰოლანდია, 1997-2001), “გლაზგო რეინჯერსში” (შოტლანდია, 2001-იდან). საქართველოს ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 75 მატჩი (62 გოლი). საქართველოს (1991, 92, 93, 94, 95), ჰოლანდიისა (1998) და შოტლანდიის (2003, 05) ჩემპიონი, საქართველოს (1992, 93), თურქეთის (1995), ჰოლანდიისა (1998, 99) და შოტლანდიის (2002, 03) თასების მფლობელი. საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1994, 98). თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1996). საქართველოს ნაკრებში ითამაშა 46 მატჩი (16 გოლი). ასევე საქართველოს ნაკრებში თამაშობდნენ მისი ტყუპისცალი არჩილი და უფროსი ძმა რევაზი (დაბ. 15.09.1969). 2010 წლიდან წვრთნიდა თურქულ "კაისერისპორის", 2012 წლიდან "ქასიმფაშას" მთავარი მწვრთნელია.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  203 გვ.


გააზიარე: