The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



ედუარდ ნეგრებეცკი

ედუარდ ნეგრებეცკი
Date of birth:24 November, 1908
Date of death:30 January, 1985  (at 76 years)
Category:Tennis

Biography

დაიბადა თბილისში. ჩოგბურთელი. სსრკ ოცგზის ჩემპიონი ერთეულთა (1932, 47, 49, 50), წყვილთა (1934-40, 50-52) და შერეულ (1938-39, 47, 50-52) თანრიგებში. 20 წლის განმავლობაში შედიოდა სსრკ საუკეთესო ჩოგბურთელ კაცთა ათეულში: 1931 (5 ნომერი), 1932 (1), 1933 (3), 1934 (4), 1935 (2), 1936 (3), 1937 (3), 1938 (2), 1939 (2), 1940 (6), 1944 (4), 1945 (5), 1946 (3), 1947 (1), 1948 (3), 1949 (1), 1950 (1), 1951 (3), 1952 (4), 1953 (9). თბილისის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1922-26), ამიერკავკასიის ჩემპიონი (1927), სსრკ ხალხთა სპარტაკიადის მეორე პრიზიორი ამიერკავკასიის გუნდის შემადგენლობაში (1928). 1931 წლიდან ცხოვრობდა ლენინგრადში და იყო ამ ქალაქის 29-გზის ჩემპიონი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, II მსოფლიო ომის მონაწილე. 1954-60 წლებში იყო სსრკ ჩოგბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 1987 წლიდან ლენინგრადში (ახლ. სანქტ-პეტერბურგი) ტარდება მისი მემორიალური ტურნირი ნორჩ ჩოგბურთელთა შორის. გარდაიცვალა ლენინგრადში (ახლ. სანქტ-პეტერბურგი).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  210 გვ.


Share: