The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ირინა რიაზანოვა - ერმილოვა

ირინა რიაზანოვა - ერმილოვა
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1938  (79 წლის)
კატეგორია:ჩოგბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ჩოგბურთელი. სსრკ სამგზის ჩემპიონი წყვილთა თანრიგში (რუს ანა დმიტრიევასთან ერთად _ 1959-61). 1959 წლის მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი. სსრკ ხალხთა II სპარტაკიადის ჩემპიონი წყვილთა თანრიგში (ანა დმიტრიევასთან ერთად _ 1959). ცხრა წლის განმავლობაში შედიოდა სსრკ საუკეთესო ჩოგბურთელ ქალთა ათეულში: 1958 (7 ნომერი), 1959 (4), 1960 (4), 1961 (8), 1962 (4), 1963 (2), 1964 (5), 1965 (6), 1966 (6). პირველი ჩოგბურთელი ქალი საქართველოდან, რომელმაც ინგლისის ბალახის კორტებზე ითამაშა (1961). ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  210 გვ.


გააზიარე: