The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



კობა კურტანიძე

კობა კურტანიძე
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1963
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 2005  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:ძიუდო

ბიოგრაფია

დაიბადა რიეთში (გორი). ძიუდოისტი (95 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1989), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1987, 89) და მესამე პრიზიორი (1990), სსრკ ხალხთა IX და X სპარტაკიადების ჩემპიონი (1986, 91), სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1985, 86, 87, 88, 89, 90, 91). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ. 235 გვ.


გააზიარე: