The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი ვაზაგაშვილი

გიორგი ვაზაგაშვილი
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:ძიუდო

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ფლავში, გორის რაიონი .ძიუდოისტი (66, 71 კგ). 2004 წლიდან გამოდიოდა საბერძნეთის სახელით. ევროპის ორგზის ჩემპიონი (1996, 97), მეორე (1995) და ორგზის მესამე პრიზიორი (1999, 2000), მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (1995) და ორგზის მესამე პრიზიორი (1993, 97), სიდნეის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2000), ატლანტის (1996, VII ადგილი) და ათენის (2004, დამარცხდა პირველ წრეში) ოლიმპიური თამაშების მონაწილე, დსთ-ის ჩემპიონი (1992), მსოფლიოსა (1994) და ევროპის (1993) ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1995). ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ. 238 გვ.


გააზიარე: