ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
დავით ქევხიშვილი
დაბადების თარიღი: | 5 იანვარი, 1983 (42 წლის) |
კატეგორია: | ძიუდო |
ბიოგრაფია
დაიბადა ახალსოფელში (ყვარელი). ძიუდოისტი (73 კგ.). ევროპის ჩემპიონატების მეორე (2002, 2007) და სამგზის მესამე (2004, 2005, 2008) პრიზიორი პირად ჩათვლაში. ევროპის (2002) და მსოფლიოს (2008) ჩემპიონი გუნდურ პირველობაში, მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი გუნდურ შეჯიბრებაში (2002), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (2002), XXVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2004 - ათენი - VII ადგილი). საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი (2012 წლიდან). ღირსების მედლის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ. 238 გვ.
|