The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი ჩოგოვაძე

გიორგი ჩოგოვაძე
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1969  (54 წლის)
კატეგორია:წყალში ხტომა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში.წყალში მხტომელი (კოშკი). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1987, 89), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1991), ევროპის თასის ორგზის მფლობელი (1988, 90), მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (1987), სსრკ რვაგზის ჩემპიონი კოშკიდან და სამგზის ჩემპიონი 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში, სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986), მსოფლიო უნივერსიადის მესამე პრიზიორი (1987). XXIV და XXV ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1988, სეული – IV ადგილი; 1992, ბარსელონა – XIV ადგილი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ, 251 გვ.


გააზიარე: