The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნოდარ ქუმარიტაშვილი

ნოდარ ქუმარიტაშვილი
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1988
გარდაცვ. თარიღი:12 თებერვალი, 2010  (21 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბაკურიანი
კატეგორია:ციგით სრიალი

ბიოგრაფია

დაიბადა ბაკურიანში. ქართველი მოციგავე. სიმაღლე 179 სმ. წონა 80 კგ. დაიღუპა 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების (ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) გახსნის ცერემონიის დღეს, ვარჯიშის დროს. სამწუხაროდ, სიცოცხლეში ვერ მოასწრო დიდი სპორტული ჯილდოების მოპოვება, ერთი დიდი ჯილდო - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - მან სიკვდილის შემდეგ მიიღო.

მისი სახელის უკვდავსაყოფად გამოიცა საფოსტო მარკა, რომლის ესკიზის ავტორია შალვა ლურსმანაშვილი. 

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ, 263 გვ.


გააზიარე: