The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ირაკლი ჯაფარიძე

ირაკლი ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1949  (76 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, ციგურებით სრიალი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ფიგურული მოციგურავე. მწვრთნელი. საქართველოს რვაგზის ჩემპიონი (1961-1968). საქართველოს პირველი ჩემპიოპნი. სსრკ ჩემპიონი ჭაბუკთა შორის (1963), იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი (1973-1985), ბულგარეთის (1988-1990) და ხორვატიის (1990-1993, 1996-1997) ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელი, ავსტრიის ქალაქ ლინცის კლუბ "ასკოს" უფროსი მწვრთნელი (1993-1996), თბილისის საციგურაო ცენტრის დირექტორი (1997 წლიდან) საქართველოს ფიგურული ციგურაობის ასოციაციის პრეზიდენტი (2002-2010). ამჟამად სპორტის ამ სახეობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტია. მისი აღზრდილები არიან: მარინე ცერცვაძე, ლია გაბელაია, მიხეილ სიხარულიძე, გია შანყულაშვილი, ონისე რუხაძე, ნელი დვალიშვილი და სხვები. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ, 266 გვ.


გააზიარე: