The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნატალია ანისიმოვა

ნატალია ანისიმოვა
დაბადების თარიღი:2 მარტი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:აკრობატიკა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. აკრობატი. მსოფლიოს ორგზის (1988, 90), ევროპის ორგზის (1988, 90) და სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 87, 90). სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1986), სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1988, 90), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1986), I საკავშირო ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონი (1985). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ, 273 გვ.


გააზიარე: