The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



არჩილ ჩოხელი

არჩილ ჩოხელი
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1971
გარდაცვ. თარიღი:28 აგვისტო, 2012  (41 წლის ასაკში)
კატეგორია:სამბო

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ გალავანში (მცხეთა). სამბისტი (68 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1993), მსოფლიოს თასის მფლობელი (1997) და მეორე პრიზიორი (1996), მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის მეორე (1994, 97) და ექვსგზის მესამე (1992, 96, 98, 99, 2000, 02) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1998), ევროპის ჩემპიონატების მეორე (2001) და ექვსგზის მესამე (1993, 94, 97, 99, 2000, 02) პრიზიორი. ღირსების ორდენის კავალერი. ტრაგიკულად დაიღუპა 2012 წლის 28 აგვისტოს.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ. 293 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. შიაულიაი, ლიტვა (74 კგ.)
  • 2004 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, კიშინიოვი, მოლდოვა (74 კგ.)
  • 2002 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, პანამა (68 კგ.)
  • 2002 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, კუნეო, იტალია (68 კგ.)
  • 2001 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, ალბენა, ბულგარეთი (68 კგ.)
  • 2000 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, კიევი, უკრაინა (68 კგ.)
  • 2000 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, მადრიდი, ესპანეთი (68 კგ.)
  • 1999 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, ხიხონი, ესპანეთი (68 კგ.)
  • 1999 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, სოფია, ბულგარეთი (68 კგ.)
  • 1998 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, კალინინგრადი, რუსეთი (68 კგ.)
  • 1998 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, შიაულიაი, ლიტვა (68 კგ.)
  • 1997 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, თბილისი, საქართველო (68 კგ.)
  • 1997 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი , აზერბაიჯანი (68 კგ.)
  • 1996 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, ტოკიო, იაპონია (68 კგ.)
  • 1994 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, ნოვი-სადი, იუგოსლავია (68 კგ.)
  • 1994 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, პანევეჟისი, ლიტვა (68 კგ.)
  • 1992 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, მინსკი, ბელარუსი (68 კგ.)

გააზიარე: