ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ვასილ კაცაძე
დაბადების თარიღი: | 16 ივლისი, 1976 (48 წლის) |
კატეგორია: | რაგბი |
ბიოგრაფია
დაიბადა პოტსდამში (გდრ). მორაგბე (უნივერსალი) უთამაშია როგორც შერკინებაში, ისე უკანა ხაზზე. 1997 - 2005 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 34 მატჩი (2 – კაპიტნობა, 8 ლელო, 40 ქულა). 2001 წლის ევროპის ერთა თასის მფლობელი (5 მატჩი, 1 ლელო), 2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების მონაწილე (4 მატჩი). ორჯერ ითამაშა შვიდკაცას მსოფლიო თასზე (2001, 2005). გამოდიოდა საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებშიც.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 304 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "აგდი" საფრანგეთი
- "ალბი" საფრანგეთი
- "ბეზიე" საფრანგეთი
- "რუმი"საფრანგეთი
- "ქორები" საქართველო
|