The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ირაკლი აბუსერიძე

ირაკლი აბუსერიძე
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1977  (46 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. რაგბის თამაში "ქორებში" დაიწყო. თამაშობდა "ყოჩებში", ასკ-სა და "ლოკომოტივში". კარიერის უმეტესი წილი გაატარა საფრანგეთში, სადაც თამაშობდა ორიაკში, ორლეანსა და ოსერში. "აბუმ" ნაკრებში 13 სეზონი (2000-12) გაატარა. მონაწილეობდა ერთა თასის 12 გათამაშებაში და 5-ჯერ გახდა ჩემპიონი. მოიხვეჭა ყველაზე მეტი, 85 ბორჯღალი (კეპი) და დადო შვიდი ლელო. 
სამ მსოფლიო თასზე (2003 ავსტრალია, 2007 საფრანგეთი, 2011 ახალი ზელანდია) 11 მატჩი გამართა. ირაკლი 2007 წლიდან "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი იყო. მან გუნდს 38-ჯერ უკაპიტნა, რაც აგრეთვე რეკორდია. "აბუ" ნაკრებს 2 მსოფლიოზე (2007 და 2011 წწ.) გაუძღვა.

პირადი მონაცემები:

სიმაღლე:174 სმ.

წონა:70 კგ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • Aurillac (2003-2006)
  • Auxerre (2009-)
  • Orléans (2006-2009)
  • საქართველოს ნაკრები, 85 (40) (2000-2013)

გააზიარე: