ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
თედო ზიბზიბაძე
დაბადების თარიღი: | 6 სექტემბერი, 1980 (44 წლის) |
კატეგორია: | რაგბი |
ბიოგრაფია
დაიბადა ქუთაისში. მორაგბე. (შუამარბი, 13). საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 34 მატჩი (9 ლელო). 2001 წლის ევროპის ერთა თასის მფლობელი (5 მატჩი, 2 ლელო), 2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების მონაწილე (3 მატჩი). ორჯერ ითამაშა შვიდკაცას მსოფლიო თასზე (2001, 2005). მამამისი, ბორის ზიბზიბაძე (დაბ.1954), ქუთაისის “აიაში” თამაშობდა.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 306 გვ.
|