ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ირაკლი მაჩხანელი
დაბადების თარიღი: | 18 ივლისი, 1981 (43 წლის) |
კატეგორია: | რაგბი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. მორაგბე (გარემარბი, 14 ნომერი). 2002-2012 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 57 მატჩი (22 ლელო, 110 ქულა). მონაწილეობდა სამი მსოფლიო თასის სამ გათამაშებაში (2003 ავსტრალია, 2007 საფრანგეთი, 2011 ახალი ზელანდია). ევროპის ერთა თასის ოთხგზის მფლობელი (2007-08, 2009, 2011, 2012). კლუბები: "აკადემია", "არმაზი" (საქართველო); "ბეზიე", "აჟენი", "მონ-დე-მარსანი", "მაკონი", "სენტ-ეტიენი" (საფრანგეთი).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 307 გვ.
|