The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მამუკა გორგოძე

მამუკა გორგოძე
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1984  (40 წლის)
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში.  მორაგბე (მარბიელი, 8 ნომერი). 2003 - 2012 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 44 მატჩი (21 ლელო, 105 ქულა). მონაწილეობდა მსოფლიო თასის ორ გათამაშებაში (2007 საფრანგეთი, 2011 ახალი ზელანდია). ევროპის ერთა თასის ოთხგზის მფლობელი (2007 - 2008, 2009, 2011, 2012). 2011 წელს აღიარეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად და საფრანგეთის პირველობის საუკეთესო უცხოელ მოთამაშედ.  2010 წელს მიიწვიეს "ბარბაროსებში". 

  პირადი მონაცემები:

დაბადების თარიღი1987, 21 აპრილი
დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი.
სიმაღლე: 196 სმ

წონა: 118 კგ.


წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  307 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ლელო" საქართველო (-2005)
  • "მონპელიე" საფრანგეთი, 168 (135) (2005-2014)
  • "ტულონი" საფრანგეთი, 62 (50) (2014-)
  • ეროვნული ნაკრები (საქართველო), 69 (130) (2003-)

გააზიარე: