The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ქეთევან არახამია - გრანტი

ქეთევან არახამია - გრანტი
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1968  (55 წლის)
კატეგორია:ჭადრაკი

ბიოგრაფია

დაიბადა ოჩამჩირეში. მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (1987). საჭადრაკო ოლიმპიადების ორგზის ჩემპიონი (1994, 96), მეორე (1990, სსრკ ნაკრებში) და მესამე (1998) პრიზიორი – 1990 და 1996 წლებში თავის დაფებზე მოიპოვა მცირე ოქროს მედლები (12-იდან 12 და 10-იდან 8). ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული (1997) და მეორე პრიზიორი (1992), ევროპის პირადი ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2001). მსოფლიოს ჩემპიონი 20 წლამდელთა გოგონათა შორის (1985). საქართველოს სამგზის (1983, 84, 90), სსრკ (1990) და დიდი ბრიტანეთის (2003) ჩემპიონი, შოტლანდიის ჩემპიონი კაცთა შორის (2003). ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი. 1996 წლიდან ცხოვრობს შოტლანდიაში – მისი მეუღლეა იქაური მოჭადრაკე ჯონათან გრანტი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  315 გვ.


გააზიარე: