The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნინო ხურციძე

ნინო ხურციძე
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1975
გარდაცვ. თარიღი:23 აპრილი, 2018  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:ჭადრაკი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (1993), საერთაშორისო ოსტატი კაცთა შორის (1996). საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქალთა (1989, 93) და კაცთა (1998) შორის. ევროპის ჩემპიონი (1992), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 20-წლამდელთა შორის (1993, 95). მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების მეორე (2000, თავის დაფაზე მოიპოვა მცირე ოქროს მედალი 13-იდან 11) და მესამე (1998) პრიზიორი. მსოფლიო უნივერსიადის სამგზის ჩემპიონი (1994, 96 – გუნდური, 1998 – პირადი). მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპისა (2004) და ზონალური ტურნირების (1993, 96) მონაწილე.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  317 გვ.


გააზიარე: