ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ნანა ძაგნიძე
დაბადების თარიღი: | 1 იანვარი, 1987 (38 წლის) |
კატეგორია: | ჭადრაკი |
ბიოგრაფია
დაიბადა ქუთაისში. მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (2003). საქართველოს ჩემპიონი (2003), დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნების ახალგაზრდული სპორტული თამაშების ჩემპიონი (2002), ევროპის საკლუბო ჩემპიონი კლუბ “ნტნ”-ის შემადგენლობაში (2004), მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მონაწილე (2004, მოხვდა 8 საუკეთესო მონაწილეს შორის), მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილე (2004).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 317 გვ.
|