ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
გაიოზ ბერელაშვილი
დაბადების თარიღი: | 1893 |
გარდაცვ. თარიღი: | 2 ოქტომბერი, 1937 (44 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ტანვარჯიში |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. ტანმოვარჯიშე, სპორტის მოღვაწე. გამოდიოდა თბილისის “სოკოლის” სახელით, 1912 წელს მონაწილეობდა პრაღის მეექვსე საერთაშორისო შეკრებაში, სადაც თბილისის ნაკრებთან ერთად მეორე თანრიგში I ადგილი დაიკავა. იყო მოსკოვის II “სოკოლის” ვარჯიშთავი, თბილისის ტანვარჯიშული საზოგადოება “შევარდენის” ერთ-ერთი დამაარსებელი (1918). ამ ორგანიზაციის დამფუძნებელ კრებაზე აირჩიეს “შევარდენის” ვარჯიშთავის, გიორგი ეგნატაშვილის პირველ შემწედ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შევარდნული მოძრაობის განვითარებაში. დახვრიტეს “ტროცკისტობის” ბრალდებით.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 321 გვ.
|