The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



ვასილ ელაშვილი

ვასილ ელაშვილი
Date of birth:14 September, 1914
Date of death:22 November, 1997  (at 83 years)
Category:Georgian wrestling

Biography

საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი, პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,150-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი. სერიოზული გამოკვლევები მიუძღვნა ფიზიკური კულტურისა და სპორტის თეორიისა და მეთოდიკის საკითხებს. 26 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის თეორიისა და მეთოდიკის კათედრას, საფუძვლიანად გამოიკვლია ქართული ხალხური სპორტი, მათ შორის – საბრძოლო ხელოვნების უძველესი სახეობები. ამ თემატიკას მიუძღვნა არაერთი წიგნი და მონოგრაფია. 1980 წელს აირჩიეს იუნესკოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კომისის წევრ-კორესპონდენტად.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  323 გვ.


Share: