The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ავთანდილ ციბაძე

ავთანდილ ციბაძე
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 2001  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ქართული ჭიდაობა

ბიოგრაფია

პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პედაგოგიური აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე. 30-ზე მეტი წიგნის ავტორი. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ბელგრადში, ათენში, მოსკოვში, კიევში, ლენინგრადსა და ლაიფციგში. 50 წლის განმავლობაში სპორტის აკადემიაში კითხულობდა ლექციებს, იყო ფიზიკური კულტურისა და სპორტის ისტორიის კათედრის გამგე. ქართული სპორტის ისტორიის საკითხებზე გამოსცა 10 სახელმძღვანელო, თავისივე სცენარით შექმნა სასწავლო კინოფილმები, რომლებიც პრემიით აღინიშნა. აქტიურად მონაწილეობდა სეოკის დაფუძნებაში. მისი თაოსნობით დაარსდა ოლიმპიური აკადემია, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  323 გვ.


გააზიარე: