The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გურამ რატიშვილი

გურამ რატიშვილი
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ქართული ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. საქართველოს სპორტის აკადემიის ჭიდაობის სახეობათა კათედრის გამგე (1983 წლიდან), დოცენტი. იყო სსრკ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კომპლექსური სამეცნიერო ჯგუფის წევრი (1962-70), სსრკ ძიუდოისტთა ნაკრების კომპლექსური სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი (1970-73) და წევრი (1973-84). უშუალოდ მონაწილეობდა ოლიმპიურ ჩემპიონ შოთა ჩოჩიშვილისა და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორ რამაზ ხარშილაძის მომზადებაში. 1985 წლიდან საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მეცნიერ-კონსულტანტია. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და სპორტის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  323 გვ.


გააზიარე: