The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ანატოლი ფიოდოროვი

ანატოლი ფიოდოროვი
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1885
გარდაცვ. თარიღი:22 ოქტომბერი, 1974  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, ფარიკაობა

ბიოგრაფია

 დაიბადა თბილისში. ფარიკაობის მწვრთნელი. საქართველოში ფარიკაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. უპირატესობას ანიჭებდა ფარიკაობის ფრანგულ სტილს. საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით თბილისის მოსწავლეთა სასახლეში დააარსა ფარიკაობის სკოლა, რომლის ხელმძღვანელადაც მუშაობდა 1948-60 წლებში. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1952-59). მისი აღზრდილები არიან: რეზო ცირეკიძე, იური ოსიპოვი, გოგი გოგელია, გურამ ჯაიანი, იზოლდა ესაიაშვილი და ზინაიდა კვერენჩხილაძე. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  324 გვ.


გააზიარე: