The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გრიგოლ მეუნარგია

გრიგოლ მეუნარგია
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1911
გარდაცვ. თარიღი:13 დეკემბერი, 1967  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:კალათბურთი, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. კალათბურთელი, მწვრთნელი. 30-40-იან წლებში იყო ჯერ თბილისის “ლოკომოტივის”, შემდეგ კი თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდის მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით არმიელთა გუნდი ორჯერ გახდა სსრკ ჩემპიონი (1944, 46) და ერთხელ – მეორე პრიზიორი (1945), “ლოკომოტივმა” კი სსრკ ჩემპიონატებში მეორე (1940) და მესამე (1939) ადგილები დაიკავა. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  326 გვ.


გააზიარე: